კორუფცია

კორუფცია
• ლათინური სიტყვაა (corrumpo) და პირდაპირი აზრით წახდენას, გაფუჭებას, მოსპობას, განადგურებას, დანგრევას, დარღვევას, ცდუნებას, გარყვნას, გახრწნას, მოსყიდვას, დამახინჯებას, ფალსიფიცირებას ნიშნავს. კორუფცია არ არის მარტოოდენ პარვა და მექრთამეობა; მისი სპექტრი და მოქმედების ველი ერთობ ფართოა. ეს ცნება, ზოგადად სახელმწიფო მასშტაბის უკანონობასაც გულისხმობს და დამნაშავეთა დაუსჯელობასაც. კორუფცია კრიმინალური ცნობიერების ნაყოფია და იქ ჰპოვებს ნოყიერ ნიადაგს, სადაც კანონი არ კანონობს და საზოგადოების ზნეობრივი დონე დაბალია; სადაც საღი სარწმუნოება და ურთიერთობის კულტურა მშრალი, ცივი და უსახური მერჯულეობითაა შეცვლილი; სადაც პიროვნების ღირსებისა და პატივის ხელშეუხებლობის პრინციპი აბუჩადაა აგდებული და დაცინვის საგანია; სადაც საზოგადო და კერძო ღვთისმსახურების შინაგანი ცეცხლი მოწესეობამდე და ლიტონ რიტუალებამდე არის დამდაბლებული.
Source: პაპუაშვილი ნუგზარ. ეპისკოპოსი გაბრიელი ,,ფარული ქურდების” შესახებ //თავისუფლება N12(24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003,
• საჯარო ხელისუფლების ბოროტად გამოყენება პირადი ან ჯგუფური გამორჩენის მიზნით. მისი ტიპური გამოვლინებებია მექრთამეობა, საჯარო საკუთრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება კერძო ინტერესებში, ინტერესთა კონფლიქტი და ა.შ.
Source: თავისუფლება № 1(25), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
• საჯარო მოხელეთა ისეთი ქმედება, როდესაც ხდება მიღებული ნორმებიდან გადახვევა პირადი გამორჩენის მიზნით. ცხადია, რომ კორუფცია ყველა საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არსებობენ საზოგადოებები, სადაც ის მეტადაა გავრცელებული და ისეთებიც, სადაც კორუფცია ნაკლებია. როგორც წესი, კორუფცია საზოგადოების ევოლუციის პერიოდში მეტად იჩენს თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს. იმპრესიონისტული სინამდვილე ცხადყოფს, რომ მისი მასშტაბი ურთიერთკავშირშია სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციასთან. მე-18 და მე-20 საუკუნეების ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის კორუფცია ნაკლებად იყო დამახასიათებელი, ვიდრე მე-19 საუკუნისათვის. იგივე შეიძლება ითქვას მე-17 და მე-19 საუკუნეების ბოლო პერიოდის ბრიტანეთზე. ნუთუ უბრალო დამთხვევაა, რომ ინგლისისა და ამერიკის საზოგადო ცხოვრებაში კორუფციის მაღალი დონე ემთხვევა სამრეწველო რევოლუციის გავლენას, სიმდიდრისა და ძალაუფლების ახალი წყაროს განვითარებას და ახალი კლასის გამოჩენას, რომელიც მთავრობას ახალ მოთხოვნებს უყენებს? ორივე შემთხვევაში პოლიტიკური ინსტიტუტები განიცდიან გარკვეულ დაკნინებას. ცხადია, კორუფცია არის ეფექტური პოლიტიკური ინსტიტუციონალიზმის დეფიციტის შედეგი. საჯარო მოხელეები დამოუკიდებლობის და თანმიმდევრულობის ნაკლებობას განიცდიან და თავიანთ ინსტიტუციონალურ დანიშნულებას შინაგან მოთხოვნებს უქვემდებარებენ. სხვადასხვა კულტურებში კორუფცია მეტნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ ის ყველაზე მასშტაბური მოდერნიზაციის ყველაზე მძაფრ ფაზაში ხდება. კორუფციის დონეებში შესაძლო სხვაობა, რომელიც მოდერნიზებულ და პოლიტიკურად განვითარებულ ატლანტიკურ სამყაროსა და ლათინური ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნებს შორის იჩენს თავს, სწორედ პოლიტიკური მოდერნიზაციისა და პოლიტიკური განვითარების დონეებს შორის არსებული განსხვავების ასახვაა. როცა სამხედრო ხუნტისა და რევოლუციური მოძრაობის ლიდერები ამხელენ ,,კორუფციას“ მათ საზოგადოებებში, ისინი რეალურად ამხელენ საკუთარ საზოგადოებათა ჩამორჩენილობას.
Source: ჰანტინგტონი სამუელ პ. მოდერნიზაცია და კორუფცია// თავისუფლება. \#2 (26) - თავის. ინ-ტი. თბ., -2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "კორუფცია" в других словарях:

  • აზერბაიჯანი — დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით… …   Georgian encyclopedia

  • არშემდგარი სახელმწიფო — • ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარის სიუზან რაისის აზრით, ,,არშემდგარი სახელმწიფოები ისეთი ქვეყნებია, სადაც კონფლიქტის, არაეფექტური მართვისა, ან სახელმწიფოს დაცემის (კოლაფსის) გამო, ცენტრალური მთავრობა საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვან… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»